ფეხბურთელების ნაკლეიკები

January 11, 2010 - 2:13 am No Comments

რაღაც დიდი ხანია აღარაფერი დამიწერია აქ, მაგრამ არაუშავს. რადგან წინა პოსტში ტურბო კევებს და ნაკლეიკებს შევეხეთ მოდით განვაგრძოთ ნაკლეიკების თემა. ამჯერად მინდა გაგახსენოთ ფეხბურთელების ნაკლეიკები, რომლითაც ერთობოდა ყველა ბიჭი და ხშირ შემთხვევაში მობალეშიკე გოგოებსაც შეხვდებოდით. მთავარი “კაიფი” ამ ნაკლეიკების შეგროვება იყო, რაც უფრო მეტი გქონდა მით უფრო მაგარი იყავი, თუმცა ყიდვა არ ითვლებოდა მთავარი იყო თამაშში მოგეგო, თამაში კი ყველაზე აზარტული თუმცა საკმაოდ მტკივნეული იყო, ხელის დარტყმით თუ ამოაბრუნებდი მოწინააღმდეგის ნაკლეიკას მაშინ ის შენ გრჩებოდა, თუ დაგიჭერდნენ ხელის გალოკვით დასველებაზე, გაოფლიანებული ხელით დარტყმაზე ან სხვა მაგდაგვარ მამაძაღლობაზე შეიძლება ჩხუბიც კი ამტყდარიყო.

აი ასე გამოიყურება ჩემი კოლოქცია რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში ვაგროვებდი ბავშვობაში, წარმოიდგინეთ ამ პერიოდში რა ჭირდა ჩემს ხელებს, სწორედ ამიტომ არ გადამიყრია ამდენი ხნის ნაწვალები და ეხლაც მაქვს

Read the rest of this entry »

ტურბო კევი

December 11, 2009 - 7:56 pm 1 Comment

90-იანებში ახალგაზრდა თაობაში ძალიან იყო გავრცელებული სხვადასხვა “ნაკლეიკების” კოლექციონირება. ერთი პერიოდი ძალიან გავრცელებული იყო სწორედ საღეჭი რეზინი “ტურბო”, რომელსაც მოყვებოდა ავტომანქანების ნაკლეიკები. ამ ნაკლეიკების გულისთვის დღეში შეიძლება 100 საღეჭი რეზინი დაეღეჭა ბავშვს, ნაკლეიკას ყველა აცლიდა და კევს ხომ არ გადააგდებდა, სად იყო გადასაგდები “ჟუვაჩკა”.

turbo-gum

Read the rest of this entry »

“კერასინკები”

December 7, 2009 - 11:13 pm No Comments

ოო ეს 90-იანების კიდევ ერთი მტკივნეული თემააა. უშუქობასთან ერთად რა თქმა უნდა ზამთარში გათბობის პრობლემაც იდგა. ხშირ შემთხვევაში სახლებში ან შეშის “ფეჩს” ან სწორედ “კერასინკებს” შეხვდებოდით, ან ორივეს ერთად. ძალიან გავრცელებული იყო ასეთი მწვანე ნავთქურები (ე.წ კერასინკა) რომელიც თუ არ ვცდები 17-18 ლარი ღირდა.

f298422100c3

Read the rest of this entry »

კარგი ცხოვრება

December 7, 2009 - 7:35 pm No Comments

რომ ამბობენ ეს რა ქვეყანა დაანგრიესო ტყუილი კი არაა, 50 მანეთად მოსკოვში გადაფრენა, ქალებში გულაობა და უკან გადმოფრენაც არ იყო მითი. მოსკოვამდე ბილეთი ზუსტად 37 მანეთი და 50 კაპიკი ღირდა. ეხლა კიდე საერთოდ ან წახვალ მოსკოვში და ან არა. მოკლედ ეხლა ბევრი რომ არ გავაგრძელოთ და ძაან კომუნისტად არ მიმიჩნიოთ, იმის დასადასტურებლად რომ კარგი ქვეყანა დაანგრიეს ამ სურათს გთავაზობთ.

old-condom

84 წელში 2 კაპიკი ღირდა, 2 კაპიკი, წარმოგიდგენიათ? :-D და მერე იტყვიან კიდე არ ვარგოდა კომუნიზმიო.

უშუქობა+ლამპები

December 7, 2009 - 7:17 pm No Comments

ოო ეს 90-იანი წლების ტკივილი იყო ნამდვილად. შუქი ისიც გრაფიკით, გრაფიკიც ისიც ფორმალურად იყო თორე ვინ იცავდა გრაფიკს, ერთი ორი საათი გინების შემდეგ იმ დროინდელ “თელასში” (პირობითად ვუწოდოთ თელასი თორე მაშინ თელასი ჯერ კიდევ არ იყო საქართველოში შემოსული) გეყოდნენ მეცხრე ბლოკი გადაიწვაო და დაგიგდებდნენ ყურმილს. ნებისმიერი ოჯახის უცვლელი ატრიბუტი გახლდათ ეს შესანიშნავი მოწყობილობა

kerosene-lamp

Read the rest of this entry »

მობილური ტელეფონები

December 7, 2009 - 1:27 am No Comments

ცოტა კიდევ განვვითარდეთ მობილურ სამყაროში პეიჯერებიდან და ამჯერათ “სრულყოფილ” მობილურებს შევეხოთ (ნუ რამდენად სრულყოფილი იყო ეს თქვენთვითონ განსაჯეთ). ეხლა რო ვუფიქრდები მართლა მიკვირს ამხელა ტელეფონს როგორ ატარებდა ხალხი ჯიბით. სურათზეა Ericsson GA628. იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და თანამოდროვე მობილური ტელეფონი.

ericsson-GA628

Read the rest of this entry »

გრენდაიზერი

December 6, 2009 - 12:37 am No Comments

ამ მართლაც ლეგენდარულ მულტფილმს რომ არ შევხებოდი ნამდვილად არ შეიძლებოდა. სამშობლოს ღალატი იქნებოდა ამ მულტფილმზე რომ ორი სიტყვა არ დამეწერა :-D ყველა ბავშვის საყვარელი მულტფილმი იყო ნამდვილად. ყველა მოუთმენლად ელოდა ხოლმე ექვს საათიანი კურიერის დამთავრებას რომ შემდეგი ნახევარი საათი საყვარელი მულტფილმის ყურებაში გაეტარებინა.

გრენდაიზერი

Read the rest of this entry »

ალფი

December 5, 2009 - 11:50 pm No Comments

რადგან ტელევიზორებს შევეხეთ მოდით ცოტა კიდევ გადმოვინაცვლოთ 21-ე საუკუნისკენ და ცოტაც შევეხოთ გადაცემებს. ალბათ ყველასთვის საყვარელ გადაცემას წარმოადგენდა ალფი. ამ უცხოპლანეტელის ისტორიით ბევრი ხალისობდა. ალფის გადაღება ამერიკაში 1996 წელს დაიწყო და პოპულარობაც ადვილად მოიპოვა თავისი სახალისო ფორმატით. ალფი თავისი ფორმატით თანამედროვე “სითკომების” ტიპის სერიალს წარმოადგენდა, ისეთს როგორიცაა მაგალითად “შუა ქალქაში”

ALF

Read the rest of this entry »

რუბინი (ტელევიზორი)

December 5, 2009 - 10:30 pm No Comments

ეხლა ცოტაც ტელევიზორებს შევეხოთ. ასეთი ტელევიზორები ბევრი ფირმის და ბევრნაირი იყო, თუმცა პრინციპი უმეტესობას ერთი ქონდა. პულტზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია ყველას ქონდა ე.წ. “პერეკლუჩაჭელი”, იჭერდა სულ რამდენიმე არხს, ყველაზე კარგ შემთხვევაში ალბათ 4 არხს.

Rubin401front
Read the rest of this entry »

პეიჯერი

December 5, 2009 - 1:07 am 1 Comment

მობილური კომუნიკაციის დიდი ბაბუა ნამდვილად იყო პეიჯერი. თავის დროზე მხოლოდ მდიდარ ადამიანებს შეეძლოთ ეს ფუფუნების საგანი ქონოდათ, შეიძლება ეს სასაცილოდ მოგვეჩვენოს ეხლა, როცა სმარტფონები და ჯიბის კომპიუტერები არსებობს, თუმცა იმ დროს ეს იყო ერთადერთი საშუალება ადვილად და სწრაფად დასაკავშირებლად.

pager

Read the rest of this entry »

შექმნილია ცოტნე ჩიტიაშვილის მიერ